1. 1.
    0
    yıldızlı ccc ქართველმა კალათბურთელმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, რომელიც ლას ვეგასში მიმდინარე საზაფხულო ლიგაში “ნიუ იორკ ნიქსის” ღირსებას იცავს, მეორე მატჩი ჩაატარა და პირველის დარად 12 ქულა მოაგროვა.
    “დეტროიტ პისტონზთან” წაგებულ (73:96) შეხვედრაში “სკიტამ” “ნიქსის” სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 19 წუთში 12 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.
    აღსანიშნავია, რომ მცირე დროში ცქიტიშვილმა 8 სამქულიანის სროლა მოასწრო, საიდანაც 4 ზუსტი გამოდგა, ერთი ორქულიანი კი ააცილა. ქართველ კალათბურთელს ბურთი არ დაუკარგავს, მსაჯებს კი 2 პერსონალური ფოლი დასტყუა.
    ნიუ იორკელთა რიგებში ნიკოლოზი მხოლოდ ჯორდან ჰილს (14 ქულა, 5 მოხსნა) ჩამორჩა, “დეტროიტის” გამარჯვება კი ორმა კალათბურთელმა “გამოსჭედა” – ოსტინ დეიმ 27 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა, ხოლო დეჟუან სამერსმა – 26 ქულა და 8 მოხსნა.
    საზაფხულო ლიგის პირველ მატჩში “ნიქსმა” “მემფის გრიზლისთან” 86:90 წააგო, ცქიტიშვილის მონაგარი კი 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება გახლდათ, თუმცა, მაშინ მან 25 წუთს იასპარეზა.
    ცნობისთვის, ქართველი ფორვარდი “ნიქსში” 55-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს, როგორც ეს 3 წლის წინ, ამ გუნდში თამაშისას იყო. ცქიტიშვილმა ნიუ იორკელთა რიგებში 2006-07 წლების სეზონში სამიოდ თვე დაჰყო და მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ახლა კი გუნდში ხელახლა დამკვიდრებას ცდილობს.
    ლას ვეგასის საზაფხულო ლიგაში ცქიტიშვილი და “ნიქსი” კიდევ სამ მატჩს ჩაატარებენ, მეტოქეები კი “საკრამენტო კინგზი” (17 ივლისი), “მილუოკი ბაქსი” (18 ივლისი) და “ვაშინგტონ უიზარდსი” (19 ივლისი) იქნებიან.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების შეკრება 20 ივლისს ავსტრიაში იწყება და ცქიტიშვილიც იგორ კოკოშკოვის გუნდს, სავარაუდოდ, პირდაპირ ამერიკიდან შეუერთდება. yıldızlı ccc
    Tümünü Göster
    ···
   tümünü göster